ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს
საქართველოს კინოაკადემიის, საქართველოს კულტურის პალატის და TV “იმედი”-ის შეთანხმებით, მოეწყობა ახალი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ინტერნეტ ფესტივალი – “დიოგენე 2020”.
მერაბ კოკოჩაშვილი: “კულტურა არის საფუძველი, ის ფუნდამენტი, რაზეც ყველაფერი დგას.”
დღეს, ქართული საოპერატორო ხელოვნების დიდი ოსტატი და პატრიარქი, ლევან პაატაშვილი – იუბილარია! მას 94 წელი შეუსრულდა. საქართველოს კინოაკადემია ულოცავს ბატონ ლევანს დაბადების დღეს, დღეგრძელობას და მხნეობას ვუსურვებთ მას!
4 მარტს სტრასბურგში, კინოთეატრ „ოდისეში“(L’Odyssée) – ქართული კინოს დღეები გაიხსნა. მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 27 ნოემბერს, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგი არაერთ კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის ქართული ფილმების რეტროსპექტივას.
„კინოს სახლის“ კინოდარბაზი წლების განმავლობაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა ქართული კინოს განვითარება–პოპულარიზაციაში და ზოგადად, კინო–გემოვნების ჩამოყალიბებაში, ვინაიდან მაყურებელს სთავაზობდა არაკომერციულ, ზოგჯერ აკრძალულ, მსოფლიო დონის რეჟისორების ფილმებს, რომელთა ნახვა მხოლოდ აქ თუ შეეძლო მაყურებელს. კინოს სახლის კინოდარბაზი იყო და არის დამოუკიდებელი, არაკომერციული, საავტორო ფილმების ჩვენებაზე ორიენტირებული სივრცე.