0108, თბილისი, ძმები კაკაბაძეების N2 + 995 32 299-60-13, 293-50-97

ანონსი

ახალი ანონსი არ დამატებულა

ამინდი

Clouds

19°C

Clouds in Tbilisi

სიახლეების არქივი

ჩვენ შესახებ

„საქართველოს კინოაკადემია“ (ყოფილი ააიპ „საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი“) მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა აქტიურ საქმიანობას კინემატოგრაფის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე თანამშრომლობდა სახელმწიფო სტრუქტურებთნ და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობდა დარგობრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი , რომელიც 2015 წელს გადაკეთდა საქართველოს კინოაკადემიად, ნაცვლად ლიკვიდაციისა, შენარჩუნდა ძველ პლატფორმაზე დაყრდნობით–არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსით, საკუთარი ქონებით და საწესდებო ამოცანებით, რაც საშუალებას იძლევა, აკადემიამ განახორციელოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ანალოგიური ინსტიტუციების აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისი საქმიანობა. დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს ამგვარი ფუნქციების მატარებელი მოქმედი ინსტიტუტი, გარდა საქართველოს კინოაკადემიისა, რომელიც აერთიანებს ქართველ კინემატოგრაფისტთა რამდენიმე თაობის კომპეტენტურ წარმომადგენლებს, გააჩნია სათანადო ინტელექტუაური რესურსი, მატერიალური ბაზა უძრავი ქონების სახით (მცირე და დიდი კინოდარბაზი) და აქედან გამომდინარე, წარმოადგენს შესაბამის პლატფორმას ეროვნული კინოაკადემიის გამართული ფუნქციონირებისთვის.

საქართველოს კინოაკადემიის მფლობელობაში არსებული მცირე კინოდარბაზი იყო და არის დამოუკიდებელი, არაკომერციული, საავტორო ფილმების ჩვენებაზე ორიენტირებული სივრცე და კონცეფციიდან გამომდინარე, ის ერთადერთია საქართველოში არსებულ კინოდარბაზებს შორის, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ დამოუკიდებელი, საავტორო კინოს პოპულარიზაციაზე. საქართველოს კინოაკადემიის მიზანია, რომ კინოს სახლის მეშვეობით მაყურებელს, რომელიც დღეს მეტწილად კომერციულ კინოზეა ორიენტირებული, გაუზარდოს ინტერესი საავტორო და ქართული კინოს მიმართ.

ქართველი რეჟისორების მიერ ბოლო წლების მანძილზე შექმნილი მხატვრული და დოკუმენტური კინოს წარმატება მსოფლიო და ქართულ კინობაზარზე, მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ კინოს დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები აქვს, შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება მაყურებლის ინტერესი და რაოდენობა.