ჟიური და ორგკომიტეტი
ჟიურის წევრები
ელდარ შენგელაია
ჟიურის თავმჯდომარე - ელდარ შენგელიაია - კინორეჟსორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სახელმწიფოსა და რუსთაველის პრემიების ლაურეატი, ორგზის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კლასიკოსი. წარედგენილი იყო: 2014- კანის 67-ს საერთაშორისო კინოფესტივალი, „კან-კლასიკის“ სექციაში მონაწილე და წევრი(„ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“) 2019 - კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, „კან-კლასიკის“ სექციაში - („თეთრი ქარავანი“, ფილმის რეჟისორები: ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა) 2014- აშშ, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მიერ ჩატარებულ კინო- რეტროსპექტივის საპატიო სტუმარი და მონაწილე.
ვლადიმერ ნაუმოვი
ჟიურის VIP წევრი -- კინორეჟისორი, რუსეთის ეროვნული კინოაკადემიის ხელოვნებისა და მეცნიერების პრეზიდენტი, მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზის მფლობელი.
ნატალია ბელოხვოსტიკოვა
ჟიურის VIP წევრი -- საბჭოთა და რუსი კინომსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი (1984). სსრკ სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი (1971, 1985). მთავარი და მნიშვნელოვანი როლები შეასრულა ორმოცზე მეტ ფილმში, რომელთა ნაწილიც მოგვიანებით ჰიტებად იქცა.
მერაბ კოკოჩაშვილი
ჟიურის VIP წევრი - კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ პროფესორი საერთაშორისო კინოფესტივალების მრავალგზის გამარჯვებული. ქართველმა კინომცოდნეებმა მისი ფილმი “დიდი მწვანე ველი” (1967) XX საუკუნის საუკეთესო ქართულ ფილმად მიიჩნიეს.
ვიქტორია ბელოპოლსკაია
კინოკრიტიკოსი, რუსული საავტორო დოკუმენტური კინოფესტივალის პროგრამის დირექტორი არტდოკფესტი (Artdocfest). საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის „ფლაერტიანას“ («Флаэртиана») პროგრამერი. იგი იყო საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი ტამპერეში (ფინეთი) და ვარშავაში (პოლონეთი), ასევე FIPRESSI ჟიურის წევრი კინოფესტივალებზე ობერჰაუზენში, კრაკოვში, სიდნეიში, მუმბაიში.
გორან დუჟაკოვიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა).
დაიბადა 1966 წელს, კინორეჟისორი. ავტორი მრავალი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური, მხატვრული და ორი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისა. ბანჯა-ლუკას (BANJA-LUKA) საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის, რომელიც ტარდება 2008 წლიდან, დამფუძნებელი.
ლევან თუთბერიძე
კინორეჟისორი, მსახიობი, თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული.
მარინა კერესელიძე
ხელოვნების ისტორიკოსი, კინომცოდნე. კინომემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს კინოაკადემიის გამგეობის წევრი, კინოკრიტიკოსთა და კინოჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის FIPRESCI-Georgia-ს წევრი, საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი.
დავით ოქიტაშვილი
არტ-მენეჯერი საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი. საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსი.
ელდარ მდინარაძე
კინორეჟისორი, პროდიუსერი, ტელეარხი „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. 70-მდე სატელევიზიო და ანიმაციური ფილმის პროდიუსერი, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი.
ვალერი გასპარიანი
სომეხი კინოდრამატურგი და ჟურნალისტი. სომხეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2003). სომეხ კინომცოდნეთა და კინოკრიტიკოსთა ასოციაციის (FIPRESCI) და სომხეთის ეროვნული კინოაკადემიის წევრი.
მარია ლაპალაინენი
ფინელი კინო დრამატურგი და კინორეჟისორი, მოღვაწეობს მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების სფეროში, მისი ნამუშევრები ხშირად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
მარკ ზვიგუსკი
საფრანგეთში ტურგენევის მუზეუმის დირექტორი, ლექტორი, მოსკოვის კინოაკადემიის (VGIK) სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებული. იუნესკოს ფრანგული კლუბების ქსელის წევრი, 2019 წლიდან დელფური თამაშების ფრანგული საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და ვიცე-პრეზიდენტი.
ფესტივალის ორგკომიტეტი
რამაზ (ბუბა) ხოტივარი
კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი; საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი.
კობა ცხაკაია
რეჟისორი, მწერალი, პროდიუსერი.
სოსო მჭედლიშვილი
სოსო მჭედლიშვილი, კინოდრამატურგი, პროდიუსერი.
ჟუკა მითაიშვილი
კინომცოდნე; საქართველოს კინოაკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
თამილა ხუციშვილი
საქართველოს კინოაკადემიის ოფისის მენეჯერი; კოორდინატორი.
გივი ბოლქვაძე
მულტიმედია, საინფორმაციო და ვებ ტექნოლოგიების მენეჯერი.