მონაწილეობის პირობები
ფესტივალზე ფილმები მიიღება 15 მაისის ჩათვლით.
საუკეთესო ფილმებს შეარჩევს კომპეტენტური ჟიური. ასევე დაწესდება მაყურებლის სიმპათიის პრიზი.
მონაწილე ავტორები დაიყოფიან შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
I ჯგუფი - 8-11 წწ.
II ჯგუფი - 12-14წწ.
III ჯგუფი - 15-18წწ.
IV ჯგუფი - 19 და ზევით.
შესაბამის ჯგუფებში გამოვლინდებიან გამარჯვებულებიც.
ფილმები გადაღებული უნდა იქნას ნებისმიერი ციფრული ვიდეოსაშუალებით.
გამარჯვებული ფილმები დასახელდებიან ჟანრების მიხედვით – მხატვრული, დოკუმენტური, მუსიკალური, ვიდეო არტი, ანიმაცია, ექსპერიმენტული.
გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და წამახალისებელი პრიზები.
პირობები:
1. ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყო 0.30 წამიდან -10.00 წუთამდე.
2. წარმოდგენილ ფილმებს თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია შემქნელი(ებ)ს შესახებ. (გვარი სახელი, საკონტაქტო და 2 ფოტოკადრი საკონკურსო ფილმიდან).
3. თემა თავისუფალი (არა ძალადობა, არა ტერორიზმი, არა სეპარატიზმი, არა რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობა).
4. ერთი ავტორი წარადგენს არა უმეტეს ორი ფილმისა.
5. ყველა ჟანრი მისაღებია, გარდა მოსაწყენისა.
6. გამოსახულება უნდა ჩანდეს და ხმა უნდა ისმოდეს.
7. ფილმი უნდა იყოს გადაღებული 2020 წელს და არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული ინტერნეტში ან სატელევიზიო ეთერში.
8. ფილმებს უნდა ერთვოდეს ინგლისური სუბტიტრები.
ინფორმაცია ავტორების შესახებ და ფილმის ლინკი უნდა გადმოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: shmmh2020@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე „Stay Home and Make a Movie at Home“ ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
+995 595 55 94 99 – ქართულად
+995 551 23 09 62 – ინგლისურად
გადმოწერეთ მონაწილეების ფორმა Application-form_diogene_2020.doc