0108, თბილისი, ძმები კაკაბაძეების N2 + 995 32 299-60-13, 293-50-97

დიოგენე 2020

"დარჩი სახლში და გადაიღე ფილმი" – „Stay Home and Make a Movie at Home“ (shmmh)


საქართველოს კულტურის პალატა, საქართველოს კინოაკადემია და TV “იმედი” აწყობენ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ინტერნეტ ფესტივალს “დიოგენე 2020”.

ფეისბუქზე ფესტივალის ოფიციალური გვერდია - https://www.facebook.com/groups/DiogenesGeorgia/

კომპეტენტური კომისია შეარჩევს ფილმებს და განათავსებს ფესტივალის ოფიციალურ YOUTUBE არხზე („დარჩი სახლში და გადაიღე ფილმი“ - „Stay Home and Make a Movie at Home“ (shmmh)).

ფესტივალზე ფილმები მიიღება 15 მაისის ჩათვლით.

საუკეთესო ფილმებს შეარჩევს კომპეტენტური ჟიური. ასევე დაწესდება მაყურებლის სიმპათიის პრიზი.

მონაწილე ავტორები დაიყოფიან შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

I ჯგუფი - 8-11 წწ.

II ჯგუფი - 12-14წწ.

III ჯგუფი - 15-18წწ.

IV ჯგუფი - 19 და ზევით.

შესაბამის ჯგუფებში გამოვლინდებიან გამარჯვებულებიც.

ფილმები გადაღებული უნდა იქნას ნებისმიერი ციფრული ვიდეოსაშუალებით.

გამარჯვებული ფილმები დასახელდებიან ჟანრების მიხედვით – მხატვრული, დოკუმენტური, მუსიკალური, ვიდეო არტი, ანიმაცია, ექსპერიმენტული.

გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და წამახალისებელი პრიზები.

პირობები:

1. ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყო 0.30 წამიდან -10.00 წუთამდე.

2. წარმოდგენილ ფილმებს თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია შემქნელი(ებ)ს შესახებ. (გვარი სახელი, საკონტაქტო და 2 ფოტოკადრი საკონკურსო ფილმიდან).

3. თემა თავისუფალი (არა ძალადობა, არა ტერორიზმი, არა სეპარატიზმი, არა რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობა).

4. ერთი ავტორი წარადგენს არა უმეტეს ორი ფილმისა.

5. ყველა ჟანრი მისაღებია, გარდა მოსაწყენისა.

6. გამოსახულება უნდა ჩანდეს და ხმა უნდა ისმოდეს.

7. ფილმი უნდა იყოს გადაღებული 2020 წელს და არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული ინტერნეტში ან სატელევიზიო ეთერში.

8. ფილმებს უნდა ერთვოდეს ინგლისური სუბტიტრები.

ინფორმაცია ავტორების შესახებ და ფილმის ლინკი უნდა გადმოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: shmmh2020@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე „Stay Home and Make a Movie at Home“ ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:

+995 595 55 94 99 – ქართულად

+995 551 23 09 62 – ინგლისურად