Publishing
საქართველოს კინოაკადემიის, საქართველოს კულტურის პალატის და TV “იმედი”-ის შეთანხმებით, მოეწყობა ახალი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ინტერნეტ ფესტივალი – “დიოგენე 2020”.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ინტერნეტ ფესტივალი – “დიოგენე 2020” – ის ფარგლებში ჩატრდება იმ ფილმების კონკურსი, სადაც მხატვრულად გააზრებულად ნაჩვენები იქნება – თუ როგორ ატარებენ დროს, როგორ იქცევიან ადამიანები თვითიზოლაციის პირობების პერიოდში. ინტერნეტ ფესტივალის — “დიოგენე 2020”-ის პროექტი და განაცხადი, კინორეჟისორმა კობა ცხაკაიამ და კინოდრამატურგმა იოსებ მჭედლიშვილმა შესთავაზეს საქართველოს კინოაკადემიას და მის პრეზიდენტს, კინორეჟისორ ბუბა (რამაზ) ხოტივარს. მან დიდი ინტერესი გამოხატა პროექტის მიმართ და აქტიურად ჩაერთო მის განხორციელებაში. კონსულტაციები შემდეგ, ჩამოყალიბდა პროექტის საბოლოო სახე და იგი ასევე წარედგინა საქართველოს კულუტრის პალატას და TV „იმედს“. ამ სამი ორგანიზაციის უშუალო თანადგომითა და დახმარებით ამუშავდა სრულიად ახალი ფორმატის საერთაშორისო ფესტივალი – “დიოგენე 2020”.
ფესტივალის დეტალების შესახებ – საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი – რამაზ(ბუბა) ხოტივარი:
Article source: https://filmacademy.ge/ge/Academy/83-STAY-HOME-AND-MAKE-A-MOVIE.html